მონაწილეები: მესტიის რაიონი, სოფ ფარის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები
მოკლე შინაარში: მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ოქროს კვეთის შესახებ. გამოიკვლევენ და აღმოაჩენენ ოქროს კვეთის თვისების მატარებელ სხვადასხვა ობიექტებს, გააკეთებენ შესაბამის დასკვნებს.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები გაეცნობიან ოქროს კვეთის ცნებას; შეიმუშავებენ პროექტის გეგმას. მოიძიებენ ინფორმაციას ოქროს კვეთის მაგალითების შესახებ. დაიყოფიან ჯგუფებად და დაინაწილებენ გამოსაკვლევ ობიექტებს. მოსწავლეები ერთობლივად ატარებენ ცდებს, იკვლევენ და აღმოაჩენენ ოქროს კვეთას ხელოვნების სხვადასხვა სფეროში. ისინი აღმოაჩენენ ოქროს კვეთას შემდეგ ობიექტებში:
"ვეფხისტყაოსანი"
"პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი"
"მონა ლიზა"
" კვერცხი"
"ხუთქიმიანი ვარსკვლავი"
"ვარდკაჭკაჭა"
"ნიანგი"
" საქართველო- როგორც ევრაზიის ოქროს კვეთა"
"ადამიანის სახე და ხელის მტევანი"
ამზადებენ საპრეზენტაციო პლაკატებს, სლაიდს, აკეთებენ შესაბამის დასკვნებს.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
1. მოსწავლეები ერთობლივად შეიმუსავებენ პროექტის გეგმას,
2. ისტ-ის გამოყენებით მოიპოვებენ პროექტის განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაციას;
3. ადგენენ საკვლევ ობიექტთა ნუსხას;
4. ერთობლივი მუშაობით იკვლევენ და გადაჭრიან დასმულ ამოცანებს;
5. ემზადებიან პრეზენტაციისათვის;
6. აკეთებენ შესაბამის დასკვნებს.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები შეიძენენ კვლევის, თანამშრომლობითი მუშაობის ისტ-ის გამოყენებით ინფორმაციის ორგანიზების, განზოგადების, პრეზენტაციის უნარ-ჩვევებს; დაინახავენ კავშირს საგანთა სხვადასხვა დისციპლინებს შორის.
სამუშაო ენა: ქართული
საგანი, საგნობრივ ჯგუფთან კავშირი: მათემატიკა, ისტ, გეოგრაფია, ხელოვნეა, ლიტერატურა.
ესგ-თან კავშირი:
X.10. მოსწავლეები პოულობენ ობიექტთა ზომებს და ობიექტთა შორის მანძილებს: ობიექტთა ზომებისა და ობიექტთა შორის მანძილების დასადგენად ( მათ შორის რეალურ ვითარებაში) იყენებენ ფიგურათა დამოკიდებულებებს ფიგურის ელემენტების ზომებს შორის.
პროექტის ხელმძღვანელი: შორენა აბესაძე
პროექტის ხელმძღვანელი ელ. ფოსტა
shoshi988@gmail.com
https://docs.google.com/file/d/0B4biKeT38Us6ZWpkTXR4aE9Gc0E/edit
ფოტოკოლაჟი
კლევა და პრეზენტაციისათვის მზადება"





"პრეზენტაცია"






სილამაზის საიდუმლო ოქროს კვეთაშია!!!
No comments:
Post a Comment